მოგეხსენებათ, დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" მარცხენა მცველ ალფონსო დეივისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ხელის მოწერის შემდგომ კანადელმა ფეხბურთელმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"ძალიან ბედნიერი ვარ. "ბაიერნი" მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და ეს ოცნების ასრულებას ჰგავს."
"მსურს, რომ გუნდთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო და გულშემატკივრები გავახარო." - განაცხადა დეივისმა.