მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველს, დავიდ ალაბას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელის დამატებით ტურინის "იუვენტუსი" დაინტერესდა.
"ბებერი სინიორა" უკვე დიდი ხანია, რაც მარცხენა მცველს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტად მარსელო განიხილებოდა. თუმცა, მას შემდგომ, რაც კლუბს მისი შეძენა არ გამოუვიდა, ახლა მთ სამიზნედ დავიდ ალაბა იქცა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრიელი მცველის დამატებას ასევე "რეალი" და "ბარსელონაც" ცდილობენ. ალაბას მოთხოვნა წელიწადში 10 მილიონი ევროა დაბეგვრის შემდეგ.