მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა შემტევმა, თომას მიულერმა მანუელ ნოიერის კონტრაქტზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
"მხარეებს ჯერ კიდევ დიდი დრო აქვთ მოლაპარაკებების დასასრულებლად. იმედი მაქვს, ყველაფერი წარმატებით დასრულდება."
"შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ კაპიტნის სამკლაურის აღება არ მომიწევს. ჩემს პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ, მაგრამ, მსურს, რომ კარიერის დასრულებამდე მანუ ჩემს კაპიტნად დარჩეს." - აცხადებს მიულერი.