გერმანიის საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრისტიან სეიფერტმა ბუნდესლიგის გაგრძელება ოფიციალურად დააანონსა.
"ბუნდესლიგის გასაგრძელებლად უკვე ყველაფერი მზადაა. მნიშვნელობა არ აქვს, ეს 9 მაისს მოხდება თუ სხვა დროს. ჩვენ სრულიად მზად ვართ. ახლა მხოლოდ პოლიტიკოსების თანხმობას ველოდებით."
"1100 ლიცენზირებული ფეხბურთელი შემოწმდა კორონავირუსზე და მათგან მხოლოდ თოთხმეტს დაუდასტურდა. ისინი კი უკვე გამოჯანმრთელდნენ." - აცხადებს სეიფერტი.