გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან დაპირისპირება გაიხსენა.
"ტუნელში შევედი, რომ დიეგოსთან მივსულიყავი და ხელი ჩამომერთვა. ის კი თავის შვილთან ერთად იდგა და პატარა ბავშვივით ტიროდა."
"მხარზე ხელი დავადე, მაგრამ, არ განძრეულა, ალბათ, ვერც კი იგრძნო. ასე განიცდიდია საკუთარი გუნდის, საკუთარი ქვეყნის მარცხს." - იხსენებს ლიოვი.
შეგახსენებთ, რომ ბუნდესნაკრებმა არგენტინა ანგარიშთ 4:0 დაამარცხა.