ესპანური გამოცემა Ok Diario-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "რეალის" ამომავალი ვარსკვლავი, მარტინ ოდეგორი გამოჩნდა.
დანიელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში "სოსიედადში" გახლავთ იჯარით განათხოვრებული და მისი პროგრესი ბოლო წლების განმავლობაში შესამჩნევია. ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე მიიჩნევა თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.
წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბს" 21 წლის მოთამაშის გაშვება არ სურს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გუნდში ოდეგორის პოზიციაზე დიდი კონკურენციაა, შესაძლოა, თავად ფეხბურთელმა მოინდომოს წასვლა.
როგორც ცნობილია, ოდეგორის დამატებით "ბაიერნის" გარდა ასევე ტურინის "იუვენტუსსაც" სურს.