23 მაისს ჩასატარებელი გერმანიის თასის ფინალის თარიღმა გაურკვეველი ვადით გადაიწია.
მოგეხსენებათ, ჯერ-ჯერობით ფინალისტების ვინაობა კვლავ არ არის ცნობილი. შესაბამისად, ფედერაციამ გადამწყვეტი შეხვედრის დროის ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ხსენებული შეხვედრის თარიღი, დიდი ალბათობით, არაუმეტეს 30 ივნისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" შეხვდება. მეორე წყვილს კი "ზაარბრუკენი" და ლევერკუზენის "ბაიერი" შეადგენენ.