დღეს მიუნხენის "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა, რომ კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მინიმუმ ერთი ტალანტისა და ერთი სუპერვარსკვლავის დამატებას აპირებს.
გერმანულმა გამოცემა Bild-მა აღნიშნულ თემაზე ინფორმაცია გაავრცელა, სადაც კონკრეტული ფეხბურთელების გვარებია დასახელებული.
კერძოდ, წყაროს ცნობით სალიჰამიჯიჩი ზემოხსენებულ სუპერვარსკვლავსა და ტალანტში შესაბამისად ლეროი სანესა და სერჟინიო დესტს გულისხმობდა.
ორივე ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია, რაც "რეკორდმაისტერის" რადარზეა. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ზაფხულში მათ ხილვას "ბაიერნის" მაისურით უნდა ველოდოთ.