მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა გარემარბმა, არიენ რობენმა გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა.
"თამაშებს აქტიურად ვადევნებდი თვალს. სამწუხაროდ ყველა მატჩის ყურების საშუალება არ მქონდა, რადგან ბევრი საქმე მაქვს."
"თავდაპირველად ფეხბურთი სრულიად არ მენატრებოდა. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ სულ უფრო მეტად ვიწყებდი ამაზე ფიქრს. რა მოხდება, კარიერა რომ განვაახლო?"
"მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემია ჩაივლის, კვლავ დავფიქრდები ამაზე. არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. შესაბამისად, არ გამოვრიცხავ აქტიურ ფეხბურთში დაბრუნებას." - აცხადებს რობენი.