ბრიტანული გამოცემა Sky საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო საფეხბურთო წესებში მნიშვნელოვანი ცვლილების შემოტანას აპირებს. კერძოდ, მას შემდგომ, რაც საფეხბურთო ჩემპიონატები განახლდება, მწვრთნელებს თითოეულ შეხვედრაში ნაცვლად 5 ცვლილების გამოყენების უფლება ექნებათ.
FIFA მიიჩნევს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ფეხბურთელების უმრავლესობას სათამაშო კონდინციები დაკარგული ექნება. შესაბამისად, ორგანიზაცია ამ მეთოდით დაეხმარება გუნდებს პრობლემის გადაჭრაში.
დიდი ალბათობით, აღნიშნული წესი მოკლევადიანი იქნება და სეზონის დასრულების შემდეგ კვლავ ტრადიციულ წესს დაუბრუნდება.