ევროპული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ვარსკვლავი, ტომას პარტეი გამოჩნდა.
წყაროს ცნობით, ჰანს ფლიკი ახალგაზრდა ნახევარმცველს ხავი მარტინესის ჩამნაცვლებლად მიიჩნევს, რომელიც, დიდი ალბათობით, მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს გუნდს.
ბოლოდროინდელი ცნობებით, 26 წლის ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან, დიეგო სიმეონესთან კონფლიქტი აქვს და ამის გამო გუნდიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. "რეკორდმაისტერი" კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.
როგორც ცნობილია, "ატლეტიკო" პარტეის 50 მილიონ ევროდ აფასებს.