იტალიური გამოცემა Tuttosport სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ტურინის "იუვენტუსის" სუპერვარსკვლავი, პაულო დიბალა გამოჩნდა.
როგორც ცნობილია, არგენტინელი შემტევით "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე უკვე დიდი ხანია, რაც დაინტერესებულია. ახლა კი კლუბი აქტიურად იწყებს ტრანსფერზე მუშაობას.
იმ შემთხვევაში, თუ 26 წლის ფეხბურთელი გუნდს შეუერთდება, ის ფილიპე კოუტინიოს ადგილს დაიკავებს. შესაბამისად, ბრაზილიელ ნახევარმცველს მიუნხენის დატოვება მოუწევს.
მოგეხსენებათ, დიბალას კლუბში გარკვეული სახის პრობლემები აქვს, რის გამოც გასულ წელს აქტიურად განიხილებოდა მისი გაშვების საკითხი. "ბაიერნი" კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება.