მიუნხენის "ბაიერნის" გადაწყვეტილებით, 2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი ბავშვთა ასაკობრივ აკადემიებს აუქმებს. კერძოდ, ეს ეხებათ 9 და 10 წლამდელთა გუნდებს.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, ამის მიზეზი ბავშვებისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემაა. მათი აზრით, მცირეწლოვანი ბავშვი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული სურვილებში და შესაბამისად, არ იციან, ნამდვილად სურთ თუ არა ფეხბურთის თამაში.
გარდა ამისა, "რეკორდმაისტერში" მიიჩნევენ, რომ ამ ასაკში ბავშვისთვის უმჯობესი იქნება, თუ უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნება. შესაბამისად, ამ ყველაფრის გამო საბოლოო ჯამში გუნდმა დაბალი ასაკის აკადემიების გაუქმება გადაწყვიტა.