გერმანული გამოცემა Kicker ბუნდესლიგის განახლების თაობაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
წყაროს ცნობით, ფედერაციის წარმომადგენლები 6 მაისს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სწორედ ამ დღეს გადაწყდება ჩემპიონატის განახლების დრო. სავარაუდო თარიღი ორია - 22 მაისი და 29 მაისი.
თავდაპირველად ნავარაუდევი იყო, რომ ბუნდესლიგა 9 მაისს განახლდებოდა. თუმცა, ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ გუნდებს მეტი დრო მისცეს მოსამზადებლად და შესაბამისად, თარიღმაც გადაიწია.