მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზულემ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
"ვირჯილ ვან დიკი "ლივერპულის" რიგებში 27 წლის ასაკში მივიდა. მანამდე მას საუკეთესოთა რიგებში არ განიხილავდნენ, ახლა კი ის მსოფლიოში პირველია და თანაც ისე, რომ ჯერ 30 წლისაც არ არის."
"ცენტრალური მცველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასაკი სწორედ 25-დან 30 წლამდეა. ამ პერიოდში შენ ფორმისა და ფიზიკური კონდინციების პიკში ხარ. გარდა ამისა, უკვე საკმარისი გამოცდილებაც გაქვს."
"მსურს, რომ მომავალი 2-3 წლის განმავლობაში ახალ საფეხურზე ავიდე. მინდა ხალხმა თქვას, რომ მე მსოფლიოში საუკეთესო ვარ. ეს ჩემი მიზანია." - აცხადებს სულე.