მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა, იუპ ჰაინკესმა ლეროი სანეს სავარაუდო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"ტრავმის მიღებამდე სანე ძალიან კარგ ფორმაში იყო, თუმცა, ამის შემდეგ მის პროგრესს ვერ ვხედავ. ეს კი დიდი პრობლემაა."
"ახლა ლეროი გზაჯვარედინზე დგას არჩევანის წინაშე. ის ფსიქოლოგიურადაც უნდა მოემზადოს ახალი, დიდი ნაბიჯის გადასადგმელად, რადგან ასეთ ტალანტს ეს სჭირდება."
"რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას. 100 მილიონი ევრო ძალიან ალოგიკური ფასი მგონია." - აცხადებს ჰაინკესი.