გერმანული გამოცემები სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებენ.
გელზერკიხენის "შალკეს" ყოფილი ფეხბურთელი, იანიკ კამბა, რომელიც 2016 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპულად გამოაცხადეს, სინამდვილეში ცოცხალი აღმოჩნდა.
კონგოელი მცველი ახალგაზრდულ ასაკში მანუელ ნოიერის თანაგუნდელიც გახლდათ. შემდგომ, მისი კარიერა ცუდად განვითარდა და საბოლოოდ სამოყვარულო ლიგის წევრ "ვფბ ჰულსის" რიგებში აღმოჩნდა. 2016 წლის იანვარში კლუბმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
როგორც სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა, სინამდვილეში კამბა ცოცხალი და სრულიად ჯანმრთელია და ის გერმანიაში ცხოვრობს. მან თავისი სიკვდილის ინსცენირება მოაწყო, რათა დაზღვევის ფული აეღო. ამის გამო კამბას სერიოზული სასჯელი ელოდება.