ლეროი სანეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ დასრულდა.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნმა" ახალგაზრდა გარემარბთან შეთანხმებას მიაღწია და ტრანსფერის დასასრულებლად მხოლოდ "სიტის" თანხმობაა საჭირო.
წყაროს ცნობით, სანე მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება "რეკორდმაისტერის" რიგებს და ხუთწლიან კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
ახლა კლუბებს შორის სატრანსფერო ფასის შეთანხმებაა დარჩენილი. მას შემდგომ, რაც მხარეები თანხაზე მორიგდებიან, ტრანსფერი საბოლოოდ დასრულდება.