რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა გარემარბმა, არიენ რობენმა განაცხადა, რომ ის სერიოზულად ფიქრობს საფეხბურთო კარიერის განახლებაზე.
როგორც ჩანს, 36 წლის ვეტერანის მიმართ გუნდები კვლავ არიან დაინტერესებული. ბრაზილიური "ბოტაფაგოს" ვიცე-პრეზიდენტის, რიკარდო როტენბერგის განცხადებით, კლუბმა ჰოლანდიელ ლეგენდას ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა.
"არიენს ვესაუბრეთ და ის აღფრთოვანებულია ჩვენი შეთავაზებით. ვიცით, რომ მისთვის ადვილი არ იქნება, თუმცა, თუ დაბრუნებას საბოლოოდ გადაწყვეტს, ჩვენი გუნდის კარი მისთვის ღიაა." - აცხადებს "ბოტაფაგოს" ვიცე-პრეზიდენტი.