რამდენიმე წუთის წინ ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გერმანიის მთავრობამ მწვანე შუქი აუნთო ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის შეხვედრების დახურულ კარს მიღმა ჩატარებას. გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გამოცხადდა.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ხვალ კონფერენციას ჩაატარებს, სადაც კლუბების წარმომადგენლების შეიკრიბებიან და საბოლოო დაწყების თარიღზე შეჯერდებიან.
დიდი ალბათობით, ბუნდესლიგა 15 მაისს ან 22 მაისს დაიწყება.