მოგეხსენებათ, დღეს გერმანიის მთავრობამ ბუნდესლიგის განახლების ოფიციალური ნებართვა გასცა. აღნიშნულ თემაზე განცხადება ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტმა, კრისტიან სეიფერტმა გააკეთა.
"დღეს მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის კლუბებისთვის. ეს საპასუხისმგებლოა როგორც ფეხბურთელებისთვის, ასევე კლუბში მომუშავე პერსონალისთვის."
"მატჩების უმაყურებლოდ ჩატარება იდეალური გამოსავალი არ არის, თუმცა, ეს მაინც დაეხმარება არაერთ კლუბს კრიზისის დაძლევაში. მადლობა მინდა გადავუხადო პოლიტიკოსებს ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის." - აცხადებს სეიფერტი.