მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგის განახლების შესახებ ისაუბრა.
"ევროპიდან დაწყებული დანარჩენი მსოფლიოთი დასრულებული, ახლა ყველას ყურადღების ცენტრში ვიქნებით. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ყველა ჩვენგანისთვის რასაც, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ."
"ჩვენ გარკვეული საზოგადოებისთვის სამაგალითო პიროვნებები ვართ და ეს უნდა დავამტკიცოთ." - აცხადებს ნოიერი.