დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანესთან კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია და ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. აღნიშნული, ფაქტობრივად, დაადასტურა აგენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისი კლიენტი "რეკორდმაისტერისა" და ბუნდესლიგის ნამდვილი სუპერვარსკვლავი იქნება.
ამის მიუხედავად, არაერთი ევროპული გამოცემის ინფორმაციით, არსებობს საშიშროება იმისა, რომ ტრანსფერი ვერ შედგეს. მიზეზი კი თავად "მანჩესტერ სიტია".
BBC-ის, AS-ისა და კიდევ რამდენიმე გამოცემა იტყობინება, რომ "ბაიერნმა" 24 წლის ვინგერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროიანი შეთავაზება გააკეთა, რაზეც უარი მიიღო. წყაროს ცნობით, მანჩესტერულ კლუბს ურჩევნია სანე კიდევ ერთი წლით შეინარჩუნოს, ვიდრე ასეთი დაბალი ფასის სანაცვლოდ გაყიდოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხას ითხოვს ბრიტანული გუნდი სანეს სანაცვლოდ, თუმცა, ცხადია, რომ "ბაიერნის" შეთავაზებას "სიტი" არ დათანხმდა.