დღეს გერმანიის მთავრობამ ფეხბურთის ფედერაციას ბუნდესლიგის მატჩების ჩატარების ნებართვა ოფიციალურად მისცა. თანხმობის მიღების შემდგომ კი უკვე ცნობილია, თუ რა რიცხვში განახლდება ტურნირი.
ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2-ის კლუბებს სპეციალურ კონფერენციაზე აცნობა, რომ ჩემპიონატები 15 მაისს დაიწყება. აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალური და საბოლოოა.
მაშასადამე, ბუნდესლიგა 15 მაისს, 26-ე ტურის შეხვედრით განახლდება, რომელშიც ერთმანეთს "დიუსელდორფი" და "პადერბორნი" დაუპირისპირდებიან.