გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ბუნდესლიგის განახლების დრო დაასახელა. ჩემპიონატი 16 მაისს, შაბათ დღეს, დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება.
გუშინ Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბუნდესლიგის დაწყება 15 მაისს იგემებოდა. თუმცა, როგორც ჩანს ფედერაციამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და თარიღი ერთი დღით გადაწია.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველი გეგმით ბუნდესლიგა 9 მაისს უნდა დაწყებულიყო. თუმცა, გერმანიის მთავრობამ თანხმობა მხოლოდ გუშინ განაცხადა, რის გამოც თარიღის გადაწევა გახდა საჭირო.