დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბუნდესლიგა მომავალ კვირაში, 16 მაისს განახლდება.
როგორც ცნობილია, ტურნირი იმ ტურიდან დაიწყება, რომელზეც შეწყდა. შესაბამისად, მომავალ კვირაში 26-ე ტურის შეხვედრები გაიმართება.
მიუნხენის "ბაიერნი" თავის პირველ მატჩში ბერლინის "უნიონს" დაუპირისპირდება. თამაში კვირას, 17 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.