მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ლეგენდარული თავდამსხმელი , მიროსლავ კლოზე ძირითად გუნდში ბრუნდება.
ვეტერანმა ფეხბურთელმა დღეს ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კლოზე საქმიანობას ივლისიდან შეუდგება და ის ჰანს ფლიკის ასისტენტი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვეტერანი გერმანელი 2018 წლიდან ამ დრომდე "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდს წვრთნიდა.