მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანს, მანუელ ნოიერს ახალი გულისწორი ჰყავს. გუნდის პირველი ნომერი 19 წლის ხელბურთელს, ანიკა ბისელს ხვდება.
წყვილი უკვე საკმაოდ დიდი ხანია რაც ერთად არის და ნოიერმა თავისი ახალი მეგობარი გოგონა ოჯახის წევრებსაც გააცნო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ანიკა ხელბურთელია და ის ბუნდესლიგა 2-ში მოასპარეზე "ჰერენბერგის" ღირსებას იცავს.
საინტერესოა, რომ 19 წლის გოგონა ძალიან ჰგავს ნოიერის ყოფილ მეუღლეს, ნინას და ევროპულმა პრესამ ამაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს.