მიუნხენის "ბაიერნის" სუპერვარსკვლავის, დავიდ ალაბას ტრანსფერით კიდევ ორი გრანდი დაინტერესდა.
გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, 27 წლის მარცხენა მცველის შეძენა ტურინის "იუვენტუსსა" და მილანის "ინტერსაც" სურთ.
მოგეხსენებათ, ავსტრიელი მცველის კონტრაქტი 2021 წელს იწურება და ის ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. შესაბამისად, "რეკორდმაისტერს" მისი გაყიდვა მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ალაბას დამატებით იტალიური გუნდების გარდა ასევე მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონაც" არიან დაინტერესებული.