თურქეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, არდა თურანმა კატალონიის "ბარსელონაში" გადასვლის პერიოდი გაიხსენა.
"ჩემმა აგენტმა, აჰმედ ბულუთმა არ მითხრა, რომ "ბარსელონაში" გადავდიოდი. როდესაც "ატლეტიკოს" დატოვება საბოლოოდ გადაწყდა მან განმიცხადა, რომ ყველაფერს 15 დღის შემდეგ გავიგებდი."
"ბოლო წამამდე ვფიქრობდი, რომ ჩემი შემდეგი კლუბი მიუნხენის "ბაიერნი" იქნებოდა. ეს გუნდი ინტერესდებოდა ჩემით და 2014 წელს "მანჩესტერში" ტრანსფერიც სწორედ გერმანელების გამო ჩაიშალა."
"როდესაც წინ კონტრაქტის ფურცელი დამიდეს და "ბარსას" ლოგო დავინახე, თვალებს ვერ ვუჯერებდი. არ ვამბობ, რომ ეს მეწყინა. უბრალოდ, სრულიად სხვა გუნდს ველოდი." - აცხადებს თურანი.