ბუნდესლიგის განახლების შემდგომ გერმანული გამოცემების თასის სავარაუდო განრიგსაც აქვეყნებენ.
Kicker-ის ინფორმაციით, გერმანიის თასის 1/2 ფინალური შეხვედრები 9 და 10 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, ის ბუნდესლიგის დასრულების შემდეგ, 4 ივლისს ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" შეხვდება. მეორე წყვილს კი "ზაარბრუკენი" და ლევერკუზენის "ბაიერი" შეადგენენ.