"ლაიფციგის" ამომავალი ვრაკსვლავის, დაიოტ უპამეკანოს აგენტმა, ვოლკერ შტუსმა თავისი კლიენტის მომავალზე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
"ვფიქრობ, რომ მომავალი ზაფხულის განმავლობაში კრიზისის გამო დიდ ტრანსფერებს არ უნდა ველოდეთ. მე კი ვფიქრობ, რომ უპამეკანო იმ ტიპის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერიც დიდად მიიჩნევა."
"შესაბამისად, ჩემი განცხადება მგონი ყველაფერს ამბობს." - ციტირებს უპამეკანოს აგენტის სიტყვებს გამოცემა Sport1.
შეგახსენებთ, რომ ფრანგი მცველის დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე მადრიდის "რეალსაც" სურს.