გერმანულმა გამოცემა Bild-მა მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელი, იოზუა ზირკზე მოტივაციის ნაკლებობაში დაადანაშაულა, რასაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა საინტერესო განცხადებით უპასუხა.
"ვფიქრობ, მსგავსი ბრალდებები უადგილოა. ყველა ფეხბურთელს ვარჯიშის ინდივიდუალური სტილი აქვს. აუცილებელია, რომ ვარჯიშებზე მუდამ მომღიმარი სახით ვიარო?"
"მოტივაციის ნაკლებობას არ ვუჩივი. მთავარი მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობა და მხარდაჭერა, ეს არის ის, რაც მოტივაციას მაძლევს. სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი." - აცხადებს ზირკზე.