ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, მსოფლი ფეხბურთის მმართველმა ორგანომ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გააუქმა.
მოგეხსენებათ, აღნიშნული პრიზი მოთამაშეს სექტემბერში, გასული სეზონის შედეგებით გადაეცემოდა. წელს კი კორონავირუსის პანდემიის გამო საფეხბურთო ჩემპიონატები გაჩერებულია. სწორედ ამიტომ FIFA-მ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა ოქროს ბურთს. ამ ტიტულს ფრანგული გამოცემა France Football გასცემს და შესაბამისად, გადაწყვეტილებაც სწორედ მათ უნდა მიიღონ.