რამდენიმე დღის წინ მიუნხენის "ბაიერნის" სამიზნემ, ტიმო ვერნერმა საჯაროდ განაცხადა, რომ მას გერმანიაში დარჩენა არ სურს და კარიერის გაგრძელებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ აპირებს.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი "რეკორდმაისტერის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა.
"ცხოვრებაში ვერაფრით გამაკვირვებ, თუმცა, პროფესიონალი ფეხბურთელი საჯაროდ საუბრობდეს სატრანსფერო ჭორებზე, ეს პირველად ვნახე." - აცხადებს რუმენიგე.