გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, ფილიპე კოუტინიომ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში თავისი ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა.
მოგეხსენებათ, 27 წლის ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის მიმდინარე სეზონში დაბრუნებას ვეღარ მოახერხებს.
გარდა ამისა, წყაროს ცნობით, "ბაიერნი" კოუტინიოს შენარჩუნებას არ აპირებს და ოჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ ფეხბურთელი კატალონიის "ბარსელონაში" დაბრუნდება.
შესაბამისად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, 8 მარტს, "აუგსბურგთან" ჩატარებული მატჩი ფილიპე კოუტინიოსთვის უკანასკნელია "ბაიერნის" რიგებში.