ავტორიტეტულმა საიტმა Whoscored-მა მორიგი საინტერესო სიმბოლური გუნდი წარმოგვიდგინა.
ამჯერად შემადგენლობაში მოხვდნენ ბუნდესლიგის ის ფეხბურთელები, რომლებსაც გასულ სეზონთან შედარებით ყველაზე დიდი პროგრესი აქვთ საშუალო რეიტინგის მხრივ.
აღსანიშნავია, რომ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან სამი მოთამაშე მოხვდა.
მანუელ ნოიერის საშუალო რეიტინგი 0.37-ით გაიზარდა და 6.71-ს შეადგენს, რაც შეეხება ბენჟამინ პავარსა და სერჟ გნაბრის, მათი პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინოა.