ანალიტიკურმა საიტმა Whoscored-მა მორიგი საინტერესო სტატისტიკა შემოგვთავაზა.
ამჯერად საიტის სიაში სეზონის შეწყვეტამდე საუკეთესო ფორმაში მყოფი ბუნდესლიგის ფეხბურთელები მოხვდნენ.
ათეული მოთამაშეების ბოლო 6 მატჩის რეიტინგების მიხედვით დაითვალა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგ ფორმაში "ლაიფციგის" შემტევი კრისტოფერ ნკუნკუ იყო.
ათეულში "ბაიერნის" სამი მოთამაშეც მოხვდა, ტიაგო ალკანტარა, თომას მიულერი და ალფონსო დეივისი. სრულ სია კი შემდეგნაირად გამოიყურება: