გასული თვეების განმავლობაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ამსტერდამის "აიაქსის" ამომავალი ვარსკლავის, სერჟინიო დესტის ტრანსფერზე მუშაობს.
აღნიშნული ინფორმაცია თავად ჰოლანდიელი მარჯვენა მცველის აგენტმა, ჯოეს ბლექბორნმაც დაადასტურა.
"ბაიერნი მართლაც სერიოზულადაა დაინტერესებული ჩემი კლიენტის ტრანსფერით და ყველაფერს აკეთებს მის დასამატებლად. თუმცა, არ ვიცით ზუსტად რა მოხდება."
"მთავარია კლუბებს შორის შეთანხმება შედგეს, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება." - აცხადებს აგენტი.