ბუნდესლიგის 26-ე ტურის მატჩში, მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" ესტუმრა და ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის შეხვედრები მხოლოდ განსაკუთრებული ზომების დაცვით მიმდინარეობს. ერთ-ერთი წესით, სათადარიგოთა სკამზე მყოფ მოთამაშეებს დისტანციის დაცვა მოეთხოვებათ.
შესაბამისად, "ბაიერნის" ფეხბურთელებს ტრიბუნაზე გადანაცვლება მოუწიათ. ეს კადრები არ გამოჰპარვიათ მატჩის რეჟისორებს.