ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "უნიონს" ესტუმრა და ანგარიშით 0:2 იმარჯვა.
სამი ქულის მოპოვების მიუხედავად "რეკორდმაისტერმა" თამაში საკმაოდ მძიმედ დაიწყო და გოლის გატანა მხოლოდ მე-40 წუთზე მოახერხა. თუმცა, მანამდე იყო ერთი საკამათო ეპიზოდი, რომელსაც დიდი გარჩევა მოჰყვა.
კერძოდ, მე-19 წუთზე თომას მიულერმა სერჟ გნაბრის გადაცემის წყალობით გოლი გაიტანა, მაგრამ, მთავარმა არბიტრმა ვიდეოგამეორების შემდგომ ის გააუქმა.
მატჩის შემდგომ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ფოტო, სადაც ნათლად ჩანს, რომ გერმანელი ფორვარდი მართლაც თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისი გოლი სამართლიანად გაუქმდა.