ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" სტუმრად ბერლინის "უნიონს" სძლია ანგარიშით 0:2 და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების წყალობით "რეკორდმაისტერის" დამრიგებელი, ჰანს ფლიკი ბუნდესლიგის ახალი რეკორდსმენი გახდა.
კერძოდ, მას შემდგომ, რაც მიუნხენურ გრანდს 55 წლის სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში, გუნდმა 16 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა. მსგავსი შედეგი კი 21-ე საუკუნეში ბუნდესლიგაში არავის ჰქონია.