დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილმა კიპერმა, რომან ვაიდენფელერმა ლეროი სანეს მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.
"დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეროი სანეს "რეკორდმაისტერის" რიგებს შეუერთდება. როგორც ყოფილ ფეხბურთელს, ჩემი წყაროები მაქვს და ეს დადასტურებით შემიძლია მოგახსენოთ." - აცხადებს ვაიდენფელერი.
შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი ინფორმაციებით "ბაიერნსა" და ახალგაზრდა ვინგერს შორის კონტრაქტის თაობაზე საბოლოო შეთანხმება შედგა. ახლა კი ჯერი უკვე მანჩესტერ "სიტიზეა".