კატალონიის "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს მომავალზე მისმა აგენტმა საინტერესო განცხადება გააკეთა.
"ფილიპეს მომავალი ჯერ-ჯერობით საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეუძლებელია, რაომე შეთანხმების მიღწევა."
"ჩემი კლიენტი მიუნხენში ბედნიერია. მას მოსწონს კლუბი და აქ არსებული ატმოსფერო. ამჟამად კოუტინიოს კონტრაქტზე უფრო მნიშვნელოვან თემებზე აქვს საფიქრი. ის ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს მინდორზე." - აცხადებს აგენტი კია იორაბხიანი.