ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა მორიგი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
"ვფიქრობ, მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. არ მგონია, რომ ვირუსი სამუდამოდ გაგრძელდება."
"სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია, თუმცა, ეტაპობრივად ის სტაბილურდება. ახლა გაცილებით უფრო მეტი ვიცით ამ ვირუსის შესახებ."
"მე ზოგადად ოპტიმისტი ადამიანი ვარ და არ მჯერა იმ აპოკალიპტური მოსაზრებების, რომ იქნება მესამე ან მეხუთე ტალღა. ერთ დღეს ყველა ადამიანი კვდება, თუმცა, ამაზე ვინმე დარდობს წინასწარ? რა თქმა უნდა არა."
"მზად ვართ, რომ მივყვეთ ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძველი ფეხბურთი, თავისი ფანებით ძალიან მალე დაგვიბრუნდება." - აცხადებს ჩეფერინი.