ბუნდესლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ესტუმრება.
მატჩამდე ერთი კვირით ადრე მასპინძელი კლუბისთვის საგანაგაშო ინფორმაცია გავრცელდა.
კერძოდ, "ყვითლებს" სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გუნდის ლიდერი, მარკო როისი ვერ დაეხმარებათ. ვეტერან ვინგერს საზარდულის ტრავმა აწუხებს და არსებობს საშიშროება იმისა, რომ სეზონის დასრულებამდეც კი ვერ დაბრუნდეს მინდორზე.
შეგახსენებთ, რომ "დორტმუნდისა" და "ბაიერნის" შეხვედრა 26 მაისს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.