მიუნხენის "ბაიერნი" ახალი ვინგერის ძიებას აქტიურად განაგრძობს.
გამოცემა Le10sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად "ვულვერჰემპტონის" ახალგაზრდა გარემარბი, ადამა ტრაორე გამოჩნდა.
24 წლის ფეხბურთელი ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ის ბრწყინვალე სეზონს ატარებს, რითაც არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.
წყაროს ცნობით, "ბაიერნი" აქტიურად განიხილავს ესპანელის კანდიდატურას, თუმცა, მთავარი პრობლემა სატრანსფერო ფასია. როგორც ცნობილია, "მგლები" ტრაორეს დაახლოებით 100 მილიონ ევროდ აფასებენ, მიუნხენური გრანდი კი, სავარაუდოდ, ასეთი დიდი თანხის გადახდას არ აპირებს.