მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ივან პერიშიჩის მომავალზე განცხადება გააკეთა.
"ჯერ-ჯერობით ამასთან დაკავშირებით საუბარი არ გვქონია. ივანი სულ ახლახანს დაბრუნდა ტრავმიდან. დავაკვირდებით მის მომდევნო თამაშებს და მილანურ კლუბთან სწორედ ამის შემდგომ გავმართავთ მოლაპარაკებებს."
"თავად ფეხბურთელსაც სურს იცოდეს, რა ბედი ელის მას. მაროტასთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთობლივად, მალევე შევათანხმებთ." - აცხადებს რუმენიგე.