ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" ბელგიური "გენტის" ამომავალი ვარსკვლავის, ჯონათან დეივიდის ტრანსფერს გეგმავს.
საინტერესოა, რომ თავის მომავალზე კომენტარი კანადელმა ფორვარდმაც გააკეთა.
"დროა, სადმე სხვაგან წავიდე, სადაც ჩემს პოტენციალს ბოლომდე გამოვავლენ. ვფიქრობ, კიდევ შემიძლია პროგრესირება და საუკეთესო ჯერ კიდევ წინ მაქვს. ჩემთვის იდეალური ბუნდესლიგა იქნება."
"ეს ჩემპიონატი თავისი ტემპით ძალიან ჰგავს ბელგიას. ერთდროულად გჭირდება სისწრაფეც და ფიზიკური სიძლიერეც. მე კი ორივე მაქვს."
"ალფონსო დეივისმა კანადელი ფეხბურთელებისთვის გზა გაკვალა. მან ყველას აჩვენა, რომ შრომითა და მონდომებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი." - აცხადებს დეივიდი.