ბუნდესლიგის 27-ე ტურის მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" უმასპინძლებს.
"რეკორდმაისტერი" აღნიშნუნ დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება. გუნდს ერთბაშად ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ტიაგო ალკანტარა. ესპანელმა ნახევარმცველმა ტრავმის გამო მიმდინარე კვირაში ჩატარებული ყველა ვარჯიში გამოტოვა.
ასევე სათუოა სერჟ გნაბრის თამაშიც. ესპანელის მსგავსად გერმანელმა ვინგერმაც ყველა ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ დღესღა შეძლო გუნდურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღება. დიდი ალბათობით, ჰანს ფლიკი მის თამაშს არ გარისკავს და "დორტმუნდის" წინააღმდეგ გასამართი უმნიშვნელოვანეის მატჩისთვის შეინახავს.